სიახლე

"მოხდა ისე, რომ ექიმმა ინფორმაცია გაავრცელა ჩემი ნებართვის გარეშე, მაქვს თუ არა უფლება, რომ ვუჩივლო? დამეხმარეთ, რა გავაკეთო" - თი მაჭავარიანი გამომწერებს მიმართავს

თინათინ მაჭავარიანს, იგივე თის, საზოგადოება, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. ის ცნობილი ბლოგერი და ინფლუენსერია, რომელიც პოპულარული TikTok-ის საშუალებით გახდა. თი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეათე სეზონის მონაწილეა და ტელეეკრანებზეც ხშირად ჩანს.



ამჯერად მაჭავარიანი დახმარებასა და რჩევას გამომწერებს სთხოვს: „რაღაც მაინტერესებს კომპეტენტური ადამიანებისგან. ძალიან გაღიზიანებული ვარ და მინდა, რომ დამეხმაროთ. როცა მივდივართ ექიმთან, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მას ვაწვდით ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, ხომ არის კონფიდენციალური და ხომ არ აქვს ექიმს მისი გავრცელების უფლება?!
თუ მოხდა ისე, რომ ექიმმა ეს ინფორმაცია გაავრცელა ჩემი ნებართვის გარეშე, მაქვს თუ არა უფლება, რომ ვუჩივლო? დამეხმარეთ, რა გავაკეთო. შოკში ვარ, ბოლომდე ვერ ვიზარებ, რა ხდება. ყველანაირ ინფორმაციას ვიყენებ ჩემს სასარგებლოდ. აუცილებლად მოევლება ამ საკითხს, ასე არ უნდა დარჩეს. მსგავსი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, როცა ექიმთან მივდივარ, მე მაქვს იმის ნდობა, რომ მას რაღაც ინფორმაციას გავუზიარებ და ეს არ გავა კაბინეტიდან და უცებ ასეთი რაღაც ხდება, მართლა შოკში ვარ. მადლობა დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის“ - ამბობს თი მაჭავარიანი.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93