სიახლე

„კიდევ სამი წელი“ – "ფსიქიკის ბრძოლის" ვარსკვლავმა პანდემიის დასასრული იწინასწარმეტყველა

„კიდევ სამი წელი“ – "ფსიქიკის ბრძოლის" ვარსკვლავმა  პანდემიის დასასრული იწინასწარმეტყველა
2019 წლის ბოლოს მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. კორონავირუსის პანდემიამ უამრავი ადამიანის ყოვედღიურობა თავდაყირა დააყენა. პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი ჩვენს განუყრელ მეგობრებად იქცნენ, ორი წლის წინ, ალბათ, ამას ვერავინ წარმოიდგენდა... „როდის დასრულდება ეს ყველაფერი?“ - ამ კითხვას მოისმენთ ყველგან, სკოლებში, სამსახურებში, ავტობუსებში... COVID-19-ის პირველ ტალღას მოჰყვა მეორე, მესამე... ვაქცინაციისადმი უნდობლობა თუ ექიმების დაუდევრობა? ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერავინ გასცემს, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ნიღბების ტარებას და ჩანთების ახალი სადეზინფექციო საშუალებებით შევსებას, არ ვიცით როდის შევძლებთ უსაფრთხოდ საზღვარგარეთ
წასვლას და მაინც გვჯერა, რომ ცხოვრება ძველ რიტმს აუცილებლად დაუბრუნდება. ადამიანები მუდმივი დისტანცირებითა და შიშით დაიღალნენ.



როდის დასრულდება პანდემია, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არავის აქვს, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი პოპულარული შოუს, „ფსიქიკის ომის“ მონაწილის, ლინდა ჰევარდ-მილსის წინასწარმეტყველება, მან გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა კორონავირუსმა სამყარო, ჩვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, დასვენების, სამუშაოსა და ჩვენი ჯანმრთელობის მიმართ. როგორ შეცვალა მთლიანად სამედიცინო სფერო. მჯერა, რომ 2022 წელს ვაქცინებით კიბოს მკურნალობაში დიდი მიღწევა იქნება. ტექნოლოგია, რომელიც საფუძვლად უდევს ბევრ ვაქცინას, უკვე 40 წელია არსებობს, მაგრამ მხოლოდ Covid იყო სტიმული მისი გამოყენების დასაწყებად. და ეს მართლაც უზარმაზარი გარღვევაა! მეჩვენება, რომ ცხოვრება, რომელიც პანდემიამდე ნორმალურად ითვლებოდა, 2024 წლისთვის დაბრუნდება, მაგრამ ყველაფერი ცოტა სხვაგვარად იქნება. არ დაიდარდოთ, რადგან პანდემიის ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ! ჩვენ უზარმაზარი ნაბიჯები გადავდგით ვაქცინების შემუშავებაში!“- აღნიშნა ჰევარდ მილსმა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93