მსახიობი ნათია წიწილაშვილი ფართო საზოგადოებამ წლების წინ პოპულარული სერიალის, „ჩიფსების თაობის“ საშუალებით გაიცნო. სწორედ „ჩიფსების თაობის“ გადაღებებზე გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ასევე მსახიობი გიორგი კალანდაძე. წყვილმა იმავე წელს იქორწინა და მათ ერთი გოგონა შეეძინათ. 2014 წელს კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი და ნათია ერთმანეთს დაშორდნენ.
გასულ წელს მსახიობმა მეორედ იქორწინა რჩეულზე, მიშო ლეჟავაზე. როგორც ცნობილია, მიშო პროფესიით არქიტექტორია: „არის ერთი ბიჭი - მიშო ლეჟავა. არქიტექტორია. უკვე კარგა ხანია, რაც ერთად ვართ, ურთიერთობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ, 2020 წლის მარტში კი შეუღლება გადავწყვიტეთ” - ამბობდა ნათია „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას.
ამჯერად ნათია წიწილაშვილი კადრებს საორსულო ფოტოსესიიდან აქვეყნებს და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „ჩემი ოცნების ქალის აღწერა რომ მთხოვონ, შენს ფოტოს ვაჩვენებ“, „რა ლამაზი ხარ“, „უსაყვარლესი ორსული“ - წერენ „ინსტაგრამზე“.