„ტიკ-ტოკის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ შეყვარებულთან დაშორებამდე ერთი კვირით ადრე მისი სახელი სხეულზე დიდი ასოებით ამოიტვიფრა. ეს გოგო ეშლინ გრეისია, რომელმაც საკუთარ გამომწერებს ფაქტის ამსახველი კადრებიც გაუზიარა, რამაც მათი აღფრთოვანება და აღშფოთება გამოიწვია. ვიდეომ უამრავი კომენტარი დაიმსახურა. „ციხეში უნდა ჩასვა ის, ვინც ეს გააკეთა“ - წერდნენ მას შემდეგ, რაც ეშლინმა მთელ ხერხემალზე დაწერილი „ალექსანდრე“ გამოაჩინა.
ვიდეო 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და ბევრმა მათგანმა უარყოფითი კომენტარიც დაწერა. მიუხედავად ამისა, ეშლინ გრეისმა თქვა, რომ ტატუს გაკეთებას არ ნანობს. ალექსანდრესა და ეშლინის დაშორებიდან 11 თვე გავიდა. რა ურთიერთობა აქვს მას ყოფილ შეყვარებულთან, ამაზე „ტიკ-ტოკის ვარსკვლავი“ არ საუბრობს.