მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე 4 ოქტომბერს მეორედ გახდა დედა. მას და დავით კოდუას გოგონა შეეძინათ: „გამარჯობა, ვიქტორია“ - დაწერა ალექსანდრამ „ინსტაგრამზე“.
ალექსანდრამ სამშობიაროდან არაერთი კადრი გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში აქტიურობა არც მშობიარობის შემდეგ შეუწყვეტია. „ახალი ნამშობიარები ხარ, უძილო ღამეები გაქვს, ჰორმონალური ცვლილებები, გადაღლა და შენ მაინც ასეთი მოტივირებული და ძლიერი ხარ… კეთილი გულით მშურს“ - სწერენ ალექსანდრას „ინსტაგრამზე“.