მონაკოს პრინცესა შარლინი, რომელსაც თანამედროვეობის ყველაზე უბედურ პრინცესად მოიხსენიებენ ხოლმე, ოჯახთან ნახევარწლიანი განშორების შემდეგ მონაკოში დაბრუნდა.
როგორც ცნობილია, ამ გაზაფხულზე მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობა მონაკოს პრინცესა შარლინს ძალიან ძვირად დაუჯდა. მონაკოს 63 წლის პრინცის, ალბერ მეორის ცოლს, 43 წლის შარლინს, რაღაც ინფექცია შეეყარა, რამაც სერიოზული შედეგები გამოიწვია. თავისი ფონდის ფარგლებში, პრინცესა მარტორქების გადასარჩენად გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში, თუმცა ძალიან მალე გახდა ცუდად და ამ დრომდე რამდენიმე რთული ოპერაციაც გადაიტანა გამოსაჯანმრთელებლად. ბოლოს სექტემბერში გახდა ისევ ცუდად, გონება დაკარგა ე.წ. ლორ-ინფექციის გართულების ფონზე.
ალბერი და 6 წლის ტყუპი შვილი რამდენჯერმე იყვნენ პრინცესას მოსანახულებლად, ბოლოს - აგვისტოს ბოლოს. ეს ფოტოები სწორედ მაშინ გადაიღო ოჯახმა.
შინ დაბრუნებული პრინცესა ერთი-ორჯერ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე და მისმა ფოტოებმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ფოტოებზე საკმაოდ გამხდარი და დაუძლურებული პრინცესა ჩანს. გავრცელდა ხმები, რომ მისი გარეგნობა სხვა დაავადების ნიშნებსაც შეიცავს.
"მას ნამდვილად რაღაც სჭირს", "ისევ ისეთი დაღლილი და მოწყენილია", "ძვალი და ტყავი. არ მესმის, რატომ გაასაიდუმლოეს მისი დაავადება, აშკარად რაღაც სხვაა. ანორექსია?" "რაღაცას გვატყუებენ, პრინცესა უფრო ცუდად არის", - წერენ თანამემამულეები და იმასაც ამბობენ, რომ პრინცესა უბრალოდ გაიქცა აფრიკაში მოღალატე ქმრისგან და იძულებული გახდა, ისევ დაბრუნებულიყო.
გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები