ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ბენჯი ხაიმზე დაქორწინების შემდეგ დროის ნაწილს - საქართველოში, ნაწილს კი ამერიკაში ატარებს. ამჯერად ნუკი ოჯახთან ერთად სწორედ ამერიკაში იმყოფება და, გამომწერების თხოვნით, იქაური ცხოვრების წესის შესახებ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს.
ნუკი კოშკელიშვილმა ქმრის, ბენჯი ხაიმის მშობლების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მათთან ერთად დროის გატარება ძალიან უყვარს:
„რა კარგია დასვენება დედამთილთან და მამამთილთან ერთად... საქართველოში ხომ არსებობს ასეთი მომენტი, რომ ცუდი ურთიერთობა უნდა გქონდეს. მე მოვდივარ აქ, არაფერს არ ვაკეთებ საერთოდ, ახლა ჩემს მამამთილს ვუთხარი, იქნებ ბუხარი დაანთო-მეთქი. ასე მოვღუნღულდებით მე და ჩემი წიგნი და ისინი ბავშვს მიხედავენ, რა კარგია“ - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.