სიახლე

„ეხება ყველას! ყველაფრის მკადრებლებს მივმართავ, რომლებიც სოცქსელში სიძულვილის მთავარი მთესველები ხართ!“ - გიორგი გასვიანი მიმართვას ავრცელებს

„ეხება ყველას! ყველაფრის მკადრებლებს მივმართავ, რომლებიც სოცქსელში სიძულვილის მთავარი მთესველები ხართ!“ - გიორგი გასვიანი მიმართვას ავრცელებს
ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სიოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ ყველამ, ვინც სიძულვილსა და ბოროტებას თესავს, უნდა წარმოიდგინოს, რომ მისი ცხოვრების ბოლო დღეა: „ეხება ყველას! - პოლიტიკოსს, ჟურნალისტს, მომღერალს, მსახიობს, ტროლს, დიდს, პატარას, მღვდელს, ანტივაქსერს, ვაქსერს!!! ყველაფრის მკადრებლებს მივმართავ, რომლებიც სოცქსელში სიძულვილის მთავარი მთესველები ხართ! თუკი ვერ გადაეჩვიეთ ამ სნეულებას და მაინც ილანძღებით, - თქვენთვის მაქვს რეცეპტი: წარმოიდგინეთ, რომ ბოლო დღეა თქვენს ცხოვრებაში და ხვალ კვდებით! როგორ სტატუსებს
დაწერდით? როგორ კომენტარებს? ან საერთოდ მოიცლიდით სოცქსელისთვის და ხალხის ლანძღვისთვის?! ჰოდა, ჩაატარეთ ეგ ექსპერიმენტი... და მიხვდებით, რომ ფუჭად ხარჯავთ ცხოვრებას!” - წერს გიორგი გასვიანი.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93