სიახლე

„ძალიან მეწყინა, ცოტაც და, ტირილს ვაპირებდი...“ - რა შეემთხვა ნინა სუბლატს

„ძალიან მეწყინა, ცოტაც და, ტირილს ვაპირებდი...“ - რა შეემთხვა ნინა სუბლატს
ნინა სუბლატი ცნობილი მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავიდან“ გახდა. მან პროექტში გამარჯვება მოიპოვა და 2015 წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო წარადგინა, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ნინა არაორდინარული გარეგნობითა და სტილით მალევე გახდა ბევრი თინეიჯერისთვის მისაბაძი. მის ფოტოებში ყოველთვის ჩანს ინდივიდუალიზმი, რაც გამომწერებს ყურადღების მიღმა არასდროს რჩებათ.



ამჯერად ნინა სუბლატი ახალ ფოტოს აქვეყნებს და თან ვრცელ პოსტს ურთავს:
„ახლა ვთვლიდი, რამდენი რამის კეთება წამომიწყია და შუა გზაში მიმიტოვებია; ზოგი შუაშიც არა, თითქმის ბოლოში. მოკლედ, ვერ დავთვალე. არ ვიცი, არადიაგნოსტირებული
adhd მაქვს, უბრალოდ ქარაფშუტა ვარ თუ ორივე ერთად. ბოლო დროს, წამოწყებებისთვის მხარდაჭერას ველოდი ხოლმე. ერთხელ 100k დოლარიანი იდეა მომივიდა და არ განვახორციელე, სხვამ ქნა და ამიტომ ვიცი ფასი. დღესაც, რაღაცა ახალი გამოსხივება მქონდა და მხარი არავინ ამიბა - იმდენი გამოხტომა გქონდა, უკაცრავადო მითხრეს. ძალიან მეწყინა, ცოტაც და, ტირილს ვაპირებდი, მაგრამ მაგ დროს სხვა აზრები გამიჩნდა და გადავდე. როდესაც ვინმესგან რაღაც გწყინს, ესე იგი, სიმართლეს გეუბნებიან, რომელსაც შენ თვითონ თავს არიდებ. და მაინც, რატომ არ მიგვყავს ხოლმე საქმეები ბოლომდე, იდეებს რატომ არ ვანხორციელებთ, მაშინაც კი, თუ გვჯერა რომ წარმატებული იქნება. მივხვდი, რომ საკუთარი თავი არ გვიყვარს საკმარისად; იმდენად არ გვიყვარს, რომ სხვისგან ვითხოვთ მხარდაჭერას, ენერგიის ჩადებას, სიყვარულს, ბიძგს, რომ საკუთარი თავის ვირწმუნოთ. მაგრამ რამდენიც არ უნდა მოგვეცეს, მაინც ვერ ვივსებით სათანადოდ. არადა, არავინ ჩვენზე უკეთესად არ იცის ჩვენივე პოტენციალის შესახებ. ჩემს ჩადენილ საუკეთესო საქმეებზე მხარდაჭერა არ მითხოვია. პროცესს და მეს ვენდობოდი. მაგრამ, ხანდახან სრულ უნდობლობაშიც ხარ, სხვისი წიხლიც არაა საკმარისი. ამიტომ, დავჯექი დღეს და შევაქე ჩემი თავი: ყველა უაზრო იდეისთვის, ყველა სულელური აზრისთვის, ყველა წარუმატებლობისთვის, სიზარმაცისთვის, მავნე ჩვევისთვის, თავმოუბმელობისთვის, ყველა შეცდომისთვის. რამხელა სიამაყეა ყოველი დილით ადრე არადგომა, გეგმიდან გადახვევა, არაფრის კეთება. და ჩემი ეგო? როგორ უნდა ჩემი უცნობი ტერიტორიებისგან დაცვა, რომ მარცხი არ შევიგრძნო, არ განვიცადო... კი, შეიძლება პირიქით მოხდეს, მაგრამ სანამ მოხდება? ეგო ხომ შინაგანი დაცვის სისტემაა, უმეტესად ხელის შემშლელი, მაგრამ მაინც, ხომ არის. მადლიერი ვარ ასევე ყველა გამოსული საქმისთვისაც, რადგან ასე გამოიყურება უპირობო სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. შენი საუკეთესო ვერსია ის არ არის, რომელიც ჯერ არ ხარ. უკვე საუკეთესო ხარ. არავისზე უკეთესი, უბრალოდ საუკეთესო, ისე, როგორც მე. და საერთოდ, იდეალურის სიყვარულს და მოწონებას რა უნდა, მთავარია, რაც გემახინჯება, იმაში იპოვო სილამაზე. საბოლოოდ, როცა რაღაც გულით მოგწონს და გულით გიყვარს, იმისთვის საუკეთესოს გააკეთებ, ეს უკვე ძალინ მარტივი იქნება” - წერს ნინა სუბლატი.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93