ღამე არის განსაკუთრებული პერიოდი, რომელსაც ჩვენი წინაპრები დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ისინი სიბნელეს, დაღამებას, მისტიკურ მოვლენებს უკავშირებდნენ და მკაცრად იცავდენენ წესებს, თუ რა არ უნდა გაეკეთებიდათ დღის ამ მონაკვეთში.
ვიღაცას სჯერა ნიშნების და მკაცრად იცავს მათ, ნაკლებად ცრუმორწმუნეები ფიქრობენ, რომ ეს წარსულის სულელური გადმონაშთია… დარწმუნებით არაფრის თქმა შეგვიძლია, თუმცა, შეგვიძლია, გირჩიოთ, რა არ უნდა გააკეთოთ მზის ჩასვლის შემდეგ:
კამათი
მზის ჩასვლის შემდეგ უმჯობესია, თავი შეიკავოთ ოჯახის წევრებთან და სხვა ადამიანებთან ჩხუბისაგან. მაშინაც კი, თუ კონფლიქტი მწვავედ დგას, უმჯობესია, ის მეორე დღეს გააგრძელოთ ან, კამათის ნაცვლად, გამოსავალი იპოვოთ და ის მშვიდობიანად დაასრულოთ. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ მზის ჩასვლის შემდეგ იჩხუბებთ, დიდი რისკია, ძილის პრობლემები შეგექმნათ.
თმის შეჭრა
მზის ჩასვლის შემდეგ თავი შეიკავეთ თმის შეჭრისგან, შეღებვისა და ვარცხნილობის გაკეთებისგან. თმის ნიღბების გამოყენება არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ მოერიდეთ რთულ მანიპულაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეს შექმნით თქვენს ჯანმრთელობას.
ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში
ეცადეთ, დღის განმავლობაში მოგროვებული ჭურჭელი, რომელიც სადილის, ლანჩისა თუ საუზმის დროს დაისვარა, მზის ჩასვლამდე გარეცხოთ და შენახოთ, ხოლო ის ნივთები, რომლებსაც ვახშმისთვის გამოიყენებთ, არასდროს დატოვოთ ნიჟარაში მეორე დღისთვის. დაძინებამდე ჭურჭელი აუცილებლად მოაწესრიგეთ.
დაიმახსოვრეთ, რა არ უნდა გააკეთოთ მზის ჩასვლის შემდეგ და არ შეიტანოთ უბედურება სახლში. იცით თუ არა სხვა ნიშნები და რიტუალები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იცავდნენ?