"მწვანე პასპორტის“ აპლიკაცია, რომლითაც განისაზღვრება მოქალაქის კოვიდსტატუსი, უკვე ჩაეშვა და მოქალაქეებს მისი გადმოწერა შეუძლიათ.
პირს "მწვანე სტატუსი" ექნება იმ შემთხვევაში, თუ:
ვაქცინირებულია სრულად;
ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი;
გადატანილი აქვს კორონავირუსი.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ "მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას:
კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში,
კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში,
გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე,
სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში,
ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
რაც შეეხება საბავშვო გასართობ ცენტრებს, "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის.
გააგრძელეთ კითხვა და ნახეთ, როგორ ჩამოტვირთოთ პროგრამა