მომღერალი თათა გიორგობიანი ცნობილი "ღამის შოუს" ბენდიდან გახდა. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს, მათი მხრიდან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დადებით შეფასებას იმსახურებს.
ამჯერად თათა ახალ ვიდეოს მაკიაჟისა და ფილტრის გარეშე აქვეყნებს: “ესაა ქალური სილამაზე, makeup-ის გარეშე რომ შეგიძლია გაარჩიო, სად წარბია და სად წამწამი“, „ნამდვილად არ გჭირდება ფილტრი, ისედაც მშვენიერი ხარ ბუნებრივად“, „მაკიაჟის გარეშეც ულამაზესი ხარ“ -წერენ „ინსტაგრამზე“.