სიახლე

„ძლიერი ტკივილები, ანტიბიოტიკები, განწყობა... თითქმის ყოველ დღე ვიბრძვი, რომ დეპრესიაში არ გადამეზარდოს, ასე გამოვიდა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე საკუთარი მდგომარეობის შესახებ გულწრფელად საუბრობს

„ძლიერი ტკივილები, ანტიბიოტიკები, განწყობა... თითქმის ყოველ დღე ვიბრძვი, რომ დეპრესიაში არ გადამეზარდოს, ასე გამოვიდა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე საკუთარი მდგომარეობის შესახებ გულწრფელად საუბრობს
მას შემდეგ, რაც ალექსანდრა პაიჭაძე მეორე შვილის, ვიქტორიას დედას გახდა, ის ხშირად აქვეყნებს ახალშობილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და გამომწერებს საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს. ამჯერად კი ალექსანდრა საჯარო სივრცეებში ძუძუთი კვების შესახებ გამოთქმულ უარყოფით მოსაზრებებს ეხმაურება:

„ყველაზე კარგი პოზიცია კვებისას დედისთვისაც და პატარასთვისაც არის ჰორიზონტალური! ამ დროს ძუძუ არ მძიმდება და თანაბრად მოდის სადინრებიდან რძე. ხშირად მიწევს გარეთ დამჯდარს გამოკვება და პრობლემები შემიქმნა „გრავიტაციის ძალამ“. ძლიერი ტკივილები, ანტიბიოტიკები, განწყობა...

რაც შეეხება ჩემი კოლეგების ნათქვამს, მათი შეხედულება მხოლოდ
იუმორის ჭრილში იყო და მე, პირადად, რომ ვიცი, როგორი რბილები და კარგები არიან, ადეკვატურად მივიღე. რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილეა საჭირო, როცა მგრძნობიარე თემებზე ვლაპარაკობთ. შემდეგ გადაცემაში რაც გავა, ჩემი გულწრფელი აღიარებაა. ლამის ვიტირე, იმიტომ, რომ პოსტ მშობიარობის რთული პერიოდი მაქვს, ფასადური მხიარულების უკან, თითქმის ყოველ დღე ვიბრძვი, რომ კარგ განწყობაზე ვიყო, დეპრესიასი არ გადამეზარდოს. მე, ყველაზე ოპტიმისტი ადამიანიც კი... ასე გამოვიდა... და წარმომიდგენია, რამდენია ჩემზე უარესად. ამიტომ, ჩემს ძვირფას გოგოებთან ერთად, ტელევიზიითვე გამოვასწორებთ. ჩემი თხოვნა იქნება, ასევე მონიშნოთ და შეაქოთ ის ადამიანები, რომლებიც გულწრფელად აღიარებენ საკუთარ შეცდომას“ - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93