თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
ამჯერად თიკა „შავ პარასკევზე“ საუბრობს და გამომწერებს საკუთარ აზრს უზიარებს. ტელეწამყვანი ამბობს, რომ საქართველოში ბრენდებმა იმედები გაუცრუეს, რეალური ფასდაკლება კი მომხმარებლებს მხოლოდ აფთიაქებმა შესთავაზეს. „იყიდეთ რამე? მართლა იყო ფასდაკლება სადმე? მოკლედ, გაგვიფუჭეთ წარმოდგენები „შავ პარასკევზე“ და ფასდაკლებაზე“ - ამბობს თიკა ფაცაცია.