გჯერათ თუ არა ნიშნების, ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა, თუმცა მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომელიც თვლის, რომ ცრურწმენების არ სჯერა, მაგრამ მაგიდაზე მარილის დაყრა მაინც აშფოთებს. არსებობს მოსაზრება, რომ მაგიდაზე ზოგიერთი ნივთის დატოვება ოჯახში უბედურებასა და გაჭირვებას იზიდავს.
დანა
„დანის მაგიდაზე დატოვება არ შეიძლება, მით უმეტეს, ღამით!" - ამბობდნენ ჩვენი წინაპრები. ღამით მაგიდაზე დატოვებული დანა ოჯახში უთანხმოებასა და დაპირისპირებას გვიქადის. მუდმივი სკანდალები, ჩხუბი გარდაუვალი იქნება. ქალებისთვის ეს ნიშანი მოასწავებს ჯანმრთელობის გაუარესებას, დისკომფორტს, ზოგად სისუსტეს, ოჯახურ კონფლიქტებს. კერძოდ, მოსალოდნელია ჩხუბი დედამთილთან. ერთ-ერთი ინტერპრეტაციის თანახმად, დანის ან სხვა ჭურჭლის გამოყენების შემდეგ მნიშვნელოვანია, ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნოთ. თუ საჭმლის მომზადების ან დაჭრის შემდეგ მაგიდაზე ჭუჭყიანი დანები რჩება, დიდია ალბათობაა იმისა, რომ ოჯახის წევრები თავს კარგად ვერ იგრძნობენ.
ქუდი
კატეგორიულად იკრძალება ქუდების, ბერეტების, შარფებისა და ხელთათმანების დატოვება მაგიდაზე. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ეს ოჯახში ავადმყოფობის, გაჭირვების მომტანია.
ბალიში
არ დატოვოთ ბალიში მაგიდაზე. ადრე სჯეროდათ, რომ ეს ოჯახში დიდი ტრაგედიის მომტანი იყო და შეეძლო ოჯახის რომელიმე წევრის მოულოდნელი გარდაცვალება გამოეწვია.
სავარცხელი
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ სკანდალები და პრობლემები თქვენს სახლში, არ დატოვოთ სავარცხელი ან თქვენი საყვარელი თმის ჯაგრისი სასადილო მაგიდაზე.
შინაური ცხოველები
დაძინებამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ კატა არ წევს სასადილო მაგიდაზე. ეს ძალიან ცუდ ნიშნად ითვლება. თუ კატა მაგიდაზე წევს, ჩამოიყვანეთ ის იატაკზე და გააკონტროლეთ, რომ უკან არ დაბრუნდეს.
გასაღები
ბარაქის მოსაზიდად და ფინანსური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ეცადეთ, მოიცილოთ სასადილო მაგიდაზე გასაღების დადების ჩვევა. მათთვის სპეციალური ადგილი უნდა იყოს გამოყოფილი და სახლში დაბრუნებისას, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას უნდა განათავსოთ.
ცარიელი ჭიქები
მაგიდაზე არ დატოვოთ ცარიელი ჭურჭელი, განსაკუთრებით, ჭიქები. ცარიელი ჭურჭელი მაგიდაზე შიმშილისა და სიღარიბის სიმბოლოა. ამბობენ, რომ მაგიდაზე დატოვებული ცარიელი ჭურჭელი ქალის უნაყოფობას ნიშნავს. თუ ოჯახის რომელიმე წევრი ორსულადაა, უმჯობესია, დადგათ მაგიდაზე ტკბილეულით სავსე ქილა ან ხილით სავსე ჭურჭელი.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოში ტრიალის დროს დადებითი განწყობა გქონდეთ და მადლიერი იყოთ იმის, რაც გაქვთ. მაგალითად, კარგი იქნება, თუ სადილის მომზადების დროს ხმამაღლა იტყვით, რომ ეს სადილი თქვენ ოჯახს სიმშვიდესა და კეთილდღეობას მოუტანს. პურის დაჭრისას კი უსურვეთ თქვენი ოჯახის წევრებს ჯანმრთელობა, ძალა და წარმატება.