ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი ხშირად აზიარებენ ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.
ამჯერად ახალი ფოტოები ლიზა ჩიჩუამ გამოაქვეყნა და „ინსტაგრამის“ მომხმარებლებისგან არაერთი დადებითი შეფასება მიიღო: „გოგო-სათნოება“, „ულამაზესი ხარ, ბრწყინავ“, „უმაგრესი დედის ულამაზესი შვილი“ - წერენ „ინსტაგრამზე“. „ღვთაება ხარ“ - წერს კომენტარებში ირაკლი მაქაცარია.