საახალწლო სუფრის მზადებისას, ალბათ, დიასახლისების უმეტესობა ნოსტალგიურ მენიუს ადგენს, რომელშიც აუცილებლად შედის "ოლივიე" და წითელი ხიზილალა. დროის გასვლასთან ერთად კი საჭიროა კერძების გადახალისება და საინტერესო, ახალი და გემრიელი ცვლილებების შეტანა. ამის შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:
„31 დეკემბერს ჩვენ ტრადიციული სამზადისი არ გვაქვს. ცხადია, ოჯახს არ ვაშიმშილებ, მივირთმევთ ისე, როგორც ჩვეულებრივ დღეებში, 12 საათის მოახლოებასთან ერთად კი ვშლით საახალწლო სუფრას, თუმცა იქ ცხელი კერძების ადგილი ნამდვილად არ არის. თუ რატომ, ამას ქვემოთ გეტყვით:
საახალწლო სუფრა მდიდარი უნდა იყოს. ეს მოსაზრება თაობიდან თაობას გადაეცემა. მიუხედავად იმისა, როგორ იკვებება ოჯახი წლის დანარჩენ მონაკვეთში, ამ დროს სუფრა სავსე უნდა იყოს მრავალფეროვანი კერძებით, რაც არასწორია. ამ დროს ადამიანი დღის ნებისმიერ დროს თავს უფლებას აძლევს, მიირთვას ცხიმიანი, მაიონეზით შეზავებული, ხორციანი კერძები, ცომეული თუ ტკბილეული… ეს კუჭისთვის დიდი დარტყმაა. უმჯობესია, თუ ამგვარ კერძებს ლამაზად გაფორმებული სალათებით ჩაანაცვლებთ, რაც ნაკლებ ზიანს მიაყენებს თქვენს ორგანიზმს.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საახალწლოდ ცხელ კერძებს არ ვამზადებ, ჩემი საკუთარი გამოცდილებაა. ცხელი კერძების მომზადების შემთხვევაში, საჭიროა, მოვამზადო გარნირი, სალათა, სოუსები და ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ, მომავალ ახალ წელს ვგეგმავ სუფრაზე მხოლოდ რამდენიმე კერძის დადებას. აუცილებლად გავაკეთებ "ოლივიეს" ქაშაყით, რაც ჩვენი ტრადიციაა. ხილის გარდა, ტკბილი არაფერი იქნება. რაკი ოთხნი ვხვდებით, საჭმელი ყველასთვის საკმარისი იქნება. აი, ასეთია დღესასწაული ჩემი გემოვნებით!
რა თქმა უნდა, ბევრი არ უჭერს მხარს ჩემს პოზიციას. მაგალითად, ჩემი მშობლები სამსართულიან კერძებს მაინც ამზადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სტუმარს არ ეპატიჟებიან. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. გაქვთ სტანდარტული საახალწლო მენიუ? თქვენ რას ამზადებთ ახალი წლის სუფრისთვის?