წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 260 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
„სტუდიაში ჩემს ფავორიტ არტისტთან ერთად, 2 გრემის მფლობელი და უკვე ჩემი პარტნიორი სალსაში. ჩემი ოცნება ასრულდა!“ - წერს ნუცა ბუზალაძე „ინსტაგრამზე“.