პატარა ბიჭი სოფელ რუისიდან უკვე წლებია, რაც თავისი მიღწევებით სამშობლოს აოცებს. ალექსანდრე ზაზარაშვილის მორიგი წარმატების შესახებ საქართველოში 21 ოქტომბერს გავიგეთ. ბიჭი ამერიკული "ნიჭიერის“ ფინალისტია. ის ოქროს ღილაკით პირდაპირ ფინალში მოხვდა. ფინალური შოუ დღეს, 18 დეკემბერს გაიმართება და მთელი საქართველო უგულშემატკივრებს ალექსანდრეს, რომელმაც უკვე არაერთხელ გვასახელა.
ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის უკრაინული "ვოისი"- ს. მომღერლის დედა გულიკო ეგნატაშვილი ფინალის დღეს AMBEBI.GE-სთან შვილზე და ოჯახზე საუბრობს.
- ქალბატონო გულიკო თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით, როგორი ბიჭია ალექსანდრე, როდის აღმოაჩინეთ მასში მუსიკალური ნიჭი...
11:20 / 18-12-2021
"რადგან ალექსანდრეს უბრალო მშობლები ჰყავს, საქართველოში არ აფასებდნენ" - რას ჰყვება ზაზარაშვილის დედა, რომელიც ალექსანდრეს გარდა 4 ნაშვილებ ბავშვს ზრდის
პატარა ბიჭი სოფელ რუისიდან უკვე წლებია, რაც თავისი მიღწევებით სამშობლოს აოცებს. ალექსანდრე ზაზარაშვილის მორიგი წარმატების შესახებ საქართველოში 21 ოქტომბერს გავიგეთ. ბიჭი ამერიკული "ნიჭიერის“ ფინალისტია. ის ოქროს ღილაკით პირდაპირ ფინალში მოხვდა. ფინალური შოუ დღეს, 18 დეკემბერს გაიმართება და მთელი საქართველო უგულშემატკივრებს ალექსანდრეს, რომელმაც უკვე არაერთხელ გვასახელა.
ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის უკრაინული "ვოისი"- ს. მომღერლის დედა გულიკო ეგნატაშვილი ფინალის დღეს AMBEBI.GE-სთან შვილზე და ოჯახზე საუბრობს.
- ქალბატონო გულიკო თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით, როგორი ბიჭია ალექსანდრე, როდის აღმოაჩინეთ მასში მუსიკალური ნიჭი...
- ამჟამად ვცხოვრობ სოფელ რუისში, ჩემს ოთხ შვილობილთან და ჩემს უფროს გოგონა ნაიკოსთან ერთად. ალექსანდრე ჩემი მეორე შვილია, ორი შვილი მყავს, ნაიკო 19 წლის და ალექსანდრე 15 წლის. ალექსანდრე 4 წლის ასაკში მივიყვანე მუსიკაზე თავიდან ხალხური სიმღერების გუნდზე დამყავდა, სადაც სოლოს შესრულებით მღეროდა და ასე გაგრძელდა ბავშვის კარიერა. ალექსანდრე შემდეგ გორში ვოკალის პედაგოგთან ნანა სამხარაძესთან გადავიყვანე, მას ხშირად გაჰყავდა საქართველოში კონკურსებზე, საიდანაც ყოველთვის გრან პრით და პირველი ადგილით ბრუნდებოდა.
განაგრძეთ კითხვა