სოფო ნიჟარაძეს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, თუმცა ბოლო წლებია, სოფო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრებაა - მომღერალი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ქალიშვილს, ელის-მარიას ზრდიდა, თუმცა დედა-შვილი ამჟამად თბილისში იმყოფება.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სოფომ უკვე არაერთ კონცერტზე იმღერა. ამჯერად ის აუდიტორიის წინაშე დათუნა სულიკაშვილის მიერ შექმნილი ულამაზესი წითელი კაბით წარდგა და უამრავი კომპლიმენტიც მიიღო: „მოგვენატრე, სოფო... მიხარია, რომ გხედავ, შენ ყოველთვის უნდა კაშკაშებდე სცენაზე, ისეთი ვარსკვლავური და საოცარი ხარ...“, „ნომერ პირველი მომღერალი ხარ ჩემთვის“, „სასწაულ ფორმაში ხარ“ - წერენ „ინტაგრამზე“.