ცოტა ხნის წინ „ტიკ-ტოკზე“ გავრცელდა ვიდეო, სადაც ყველასთვის საყვარელი სერიალის, „დაკარგულების“ ვარსკვლავი ჯონ ლოკი ქართველ გოგოს დაბადების დღეს ულოცავს, უმღერის და რჩევებს აძლევს. როგორც აღმოჩნდა, გოგო, როელსაც ვიდეო ეკუთვნის, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, მას „ინსტაგრამზე“ 42 ათასზე მეტი, ხოლო „ტიკ-ტოკზე“ 80 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ელიზაბეტ ლეპსი სოციალურ ქსელებში ვიდეოებს, ძირითადად, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ფსიქოლოგიური რჩევების შესახებ აქვეყნებს, თუმცა ჯონ ლოკის ვიდეომ 170 ათასზე მეტი ნახვა და მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით გაირკვა, რომ არსებობს სერვისი, რომლის დახმარებითაც, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ცნობილი ადამიანები ნებისმიერ მსურველს ულოცავენ დაბადების დღესა თუ სხვა დღესასწაულს, აძლევენ რჩევებს და უგზავნიან დადებით ემოციებს. ჯონ ლოკის კადრებს ელიზაბეტის „ტიკ-ტოკ“ არხზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქართველი ბლოგერის სიხარული უამრავმა ადამიანმა გაიზიარა.