ამერიკულმა გამოცემა Architectural Digest-მა, რომელიც თითქმის 100 წელია ყოველთვიურად გამოდის, ფართო საზოგადოებას ცნობილი ჩოგბურთელის, მარია შარაპოვას ახალი სახლი გააცნო.
სახლი, რომელიც იაპონურ სტილშია აშენებული და მინიმალისტური ხედვის სტილს წარმოადგენს, ჩოგბურთელმა ოკეანესთან ახლოს, ლოს-ანჯელესში ააშენა.
გამოცემა ამბობს, რომ იმ ადამიანებთან საუბრიდან, რომლებიც მარია შარაპოვას სახლზე მუშაობდნენ, შეიძლება რამდენიმე საერთო ნაწილის გამოყოფა: ჩოგბურთის ვარსკვლავმა წარმოადგინა მტკიცე ხედვა, თუ როგორი საცხოვრებელი სურდა და ეს ხედვა მოიცავდა როგორც საწყის ეტაპს, ისე პროექტის ბოლო ნაწილსაც; ის იყო ინტელექტუალურად ყველაზე ცნობისმოყვარე კლიენტი, ვინც კი ოდესმე ჰყოლიათ; მისი ხასიათი და სტილი შეესაბამებოდა ათლეტის, ესთეტიკის მოყვარულისა და ბიზნესვუმენის სულს. მოკლედ, შარაპოვა ბოსი იყო.
განაგრძეთ კითხვა