ნინი ბადურაშვილსა და მის ოჯახს საქართველოში კარგად იცნობენ. ნინი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა. ის სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და პირად ფოტოებსა თუ კარიერულ სიახლეებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ნინი ბადურაშვილი კადრებს საკუთარი დაბადების დღიდან აქვეყნებს. მას არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, ქრისტინე იმედაძე, ნიკა ნიკვაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და სხვები ესწრებოდნენ. იუბილარს მუქი მწვანე ფერის კაბა ეცვა და მისმა სტილმა უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.