წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 260 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
ამჯერად ნუცა ბუზალაძე ამერიკაში იმყოფება და იქ არაერთ წარმატებულ მუსიკოსთან თანამშრომლობს. „ერთი სული მაქვს, ნახოთ! ისეთი ლამაზი გამოვიდა ყველაფერი... ჩემი პირველი კლიპი ლოს-ანჯელესიდან“ - წერს ნუცა „ინსტაგრამზე“.