სამი საუკუნის განმავლობაში სახლი დარჩა იმ ოჯახის მფლობელობაში, რომელმაც ის ააშენა. ახლა სასახლე თოთხმეტი ოთახით და უზარმაზარი პარკით ეკუთვნის კლაუდია შიფერს, ბრიტანელ კინორეჟისორ მეთიუ ვონის და მათ სამ შვილს - თოთხმეტი წლის კასპარს, თორმეტი წლის კლემენტინს და შვიდი წლის კოსიმეს. შემოგარენში უხვადაა ცხოველები, ძაღლები, კატები, ცხვრები და კუ. ეს უკანასკნელი მეთიუს საჩუქარია, მას შემდეგ გაკეთებული, რაც ის პირველად შეხვდა კლაუდიას მეგობრის მიერ მოწყობილ პაემანზე. „მანამდე ჩვენ არც კი შევხვედრივართ ერთმანეთს“, - ამბობს შიფერი. ”ვახშმის დროს მეთიუს ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა კუები და ყოველთვის ვოცნებობდი კუზე”. და, მალევე, დაბადების დღეზე, მალიორკაზე, კლაუდიას კართან კუ გაჩნდა. ახლა ცხოველი მხიარულად დაცოცავს თავლაში.
"აქ ყველაფერი სავსეა ისტორიით და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს", - ამბობს დიასახლისი. სახლის მდიდარი წარსულისადმი პატივისცემის გამო წყვილი ინტერიერის დიზაინს მოზომილად და გააზრებულად მიუდგა. "არ ვჩქარობდით. ამ სივრცეში კომფორტული რბილი დივნები თანაარსებობს მემკვიდრეობით დატოვებულ ანტიკვარულ ნივთებთან. დიზაინერების ინტერიერს ხშირად აკლია ხოლმე პირადი დეტალები. მე მინდოდა, რომ სახლში ყოფილიყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებთანაც მოგონებები ასოცირდება”, - ამბობს შიფერი და მიუთითებს მუხის ზარდახშაზე, რომელიც წამოიღო იმ სახლიდან, სადაც მან ბავშვობა გაატარა.
გააგრძელეთ კითხვა