საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 31 დეკემბერი განსხვავებული დღეა, რომელიც ყველას გვაერთიანებს. მისივე თქმით, ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ხვდება, მაგრამ შეეცადა ოპტიმიზმი არ დაეკარგა.
„მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე!
სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი ხალხის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! თუმცა, დღეს მინდა მიმავალი წლის მთელი სიმძიმე გვერდით გადავდო.
31 დეკემბერი განსხვავებული დღეა. დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ერთნაირად გვიყვარს დიდსა თუ პატარას. ის მხოლოდ საუკეთესო მოგონებებსა და კეთილ სურვილებს აცოცხლებს. ამიტომაც, მინდა მოგილოცოთ განურჩევლად ყველას, რადგან ეს დღე ყველასია - იწყება ახალი წელი და ჩნდება ახალი შანსი შეცვალო, გააუმჯობესო, გააკეთილშობილო!
განაგრძეთ კითხვა