წლის ბოლოს, ტრადიციულად, სოციალური ქსელები მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული პოსტების ათეულს აქვეყნებენ. ყველასათვის ცნობილმა სოციალურმა ქსელმა "ინსტაგრამმა" ტოპ-10 ყველაზე პოპულარული პოსტი გამოაქვეყნა, რომელთაც, ქსელში მილიონობით მოწონება დაიმსახურეს.
სიის პირველი ადგილი ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს პოსტმა დაიკავა. სპორტსმენმა ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას აცნობა, რომ მისი მეუღლე ტყუპს ელოდება. ფოტომ 32 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.
"ჩვენ ბედნიერები ვართ გაცნობოთ, რომ ტყუპს ველოდებით, ჩვენი გულები ახლა სიყვარულითაა სავსე" - დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელმა.
მეორე ადგილს ბრიტანელი მომღერალი არიანა გრანდე იკავებს. ფოტო მომღერლის ქორწილში გადაიღეს, მას 26 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
სიის მესამე ადგილს ამერიკელი მოდელი კაილი ჯენერი იკავებს, რომელმაც საზოგადოებას ორსულობის შესახებ უამბო.
განაგრძეთ კითხვა