ბერა ივანიშვილი ახალ წელს პირველად შეხვდა სამხრეთ კორეაში. მილიარდერის ვაჟი რამდენიმე თვეა, მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან და შვილთან ერთად საქართველოდან შორს მუსიკალური კარიერის ასაწყობად გაემგზავრა.
მართალია, ბერა სოციალურ ქსელში ძველებურად აღარ აქტიურობს და უფრო ხშირად „ტიკ-ტოკის“ პლატფორმაზე ჩნდება, თუმცა „ინსტაგრამზე“ საახალწლო ფოტოები და პატარა ბერუკას ფოტოები მაინც გამოაქვეყნა.
ფოტოებზე ნანუკას სადღესასწაულო კაბა აცვია. ის დების, ნიკი და სიმონე ზიმერმანების ბრენდის, Zimmermann-ის კოლექციიდანაა.
განაგრძეთ კითხვა