დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა საქართველოში იმყოფება. როგორც "ფეისბუქზე" წერს, შობა ლონდონში აღნიშნა, ახალ წელს კი ბათუმში შეხვდა. "შობა ლონდონში და ახალი წელი ბათუმში...მე ძალიან გამიმართლა, რომ საუკეთესო ოჯახი მყავს!! სათხილამურო ტრასები ლამაზად და მშვიდად გამოიყურება აჭარის მთებში, თუმცა ცოტა მეტი ძალისხმევაა საჭირო იქ მისასვლელად..." - წერს მელუა სოციალურ ქსელში.
იხილეთ ფოტოები