ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია - ტანსაცმლის გონივრული მოხმარებაა. იდეას ბევრი ცნობილი სახე იზიარებს. ქეით მიდლტონიც კი, რომელიც დიდი ხანია თანამედროვე სტილის ხატად ითვლება, ხშირად ჩნდება საზოგადოებაში იმავე სამოსით, რაც, მაგალითად, სხვადასხვა წვეულებაზე უკვე ეცვა. ამ ჟესტით ის ძალიან ბევრი ადამიანის მოწონებას იმსახურებს.
ცოტა ხნის წინ Daily Mail-მა გამოაქვეყნა ქეითის გარდერობის ხარჯები: გასულ წელს მან 47 595 ფუნტი დახარჯა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. ეს დაახლოებით ნახევარით ნაკლებია იმაზე, რაც 2020 წელს გადაიხადა: მაშინ გარდერობი ჰერცოგინიას 94 000 ფუნტი დაუჯდა. 2019 წელს ქეითის ხარჯებმა 103 000 ფუნტი შეადგინა, 2018 წელს - 68 334 ფუნტი. სამეფო ოჯახისთვის ყველაზე ძვირი წელი 2017 წელი იყო, როცა ჰერცოგინიამ გარდერობის გასაახლებლად 119 000 ფუნტი დახარჯა.
ჰერცოგინიას ყველაზე ძვირად ღირებული ლუქი წელს ჯენი პეკჰემის მდიდრული ოქროსფერი კაბა იყო, რომლითაც ის ფილმის "სიკვდილის დრო არ არის" პრემიერას დაესწრო.
განაგრძეთ კითხვა