წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 260 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
ცოტა ხნის წინ ნუცა ბუზალაძე აშშ-ში იმყოფებოდა, ამჯერად კი ფოტოებსა და ვიდეოებს დუბაიდან აქვეყნებს და ახალი კლიპის გამოსვლასაც აანონსებს. მისმა კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა: „ალბათ, რამდენი ნატრობს შენს ადგილას ყოფნას“, „საოცნებო ცხოვრება გაქვს“, „ულამაზესი გოგო საოცარ გარემოში“ - წერენ კომენტარებში.