გადაცემა „სთორის“ წამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მას კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. პირველად ვირუსი ტელეწამყვანს გასული წლის სექტემბერში ჰქონდა. მან იზოლაციის პერიოდი შვლთან ერთად გაატარა. „გთხოვთ, დაუჯერეთ მეცნიერებას, არ აჰყვეთ იმ ადამიანებს, რომლებიც, ჩემი აზრით, მავნებლები არიან და შეხედეთ ციფრებს“ - წერდა ის.
„ისევ აგაფორიაქეთ ჩემი მეორე კოვიდით. აბსოლუტურად უსიმპტომო ვარ, ვერასდროს მივხვდებოდი და არც დავიტესტებოდი, რომ არა ჩემი შვილი, ისიც მეორედაა კოვიდდადებითი. ჩემს მშობლებთან იყო და ჰქონდა სიცხე. რადგან მათ არ აქვთ გადატანილი კოვიდი, ვიფიქრე, რომ მაინც დამეტესტა, თუმცა სისულელედ მიმაჩნდა 37 სიცხით კოვიდის ტესტი, მაგრამ მივიღეთ დადებითი პასუხი. ამის გამო გავიტესტე მეც და მეც დადებითი აღმოვჩნდი. ჯერ არანაირი სიმპტომი არ მაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასე უსიმპტომოდ გაგრძელდება“ - ამბობს თათია შარანგია.
ტელეწამყვანმა გასულ წელს დაწერა, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზითაა აცრილი.