მომღერალი თათა გიორგობიანი ცნობილი "ღამის შოუს" ბენდიდან გახდა. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს, მათი მხრიდან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს.
როგორც ცნობილია, თათა გიორგობიანი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია და გამომწერებს ამ მიმართულებითაც უზიარებს საკუთარ გამოცდილებას: "‘მძიმე შემთხვევებში ფსიქოლოგთან ვიზიტი და ღრმა ანალიზი აუცილებელია. ფსიქოლოგიური დახმარების მიღება ისევე საჭიროა, როგორც გაციებისას ან კუჭის, თავის, ფეხის ტკივილისას ექიმთან ვიზიტი. სულის და მორალური ტკივილისას ასევე საჭიროა ერთგვარი ჰიგიენა და ეს სირცხვილი არაა’’ - წერს ის.
მარიამ ყაველაშვილი