ქართველი პრინცი, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინების დროს გაიცნო საზოგადოებამ, ძალიან მალე გახდა პოპულარული.
ცნობილია, რომ უგოს უფროს ძმას, დავითს, მონარქიის აღდგენის შემთხვევაში საქართველოს სამეფო ტახტზე პრეტენზია აქვს და წლების წინ მისი და ანა ბაგრატიონის ქორწინებაც სწორედ ამ მიზეზით შედგა. მართალია, ანასა და დავითის ქორწინება ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი დიდხანს არ დარჩენილა მარტო, ცოტა ხნის წინ მეორედ პრინცესა (როგორც მას საქართველოს სამეფო სახლი მოიხსენიებს) ირინა ბეგაშვილზე იქორწინა. ამით ანასა და დავითის შერიგების უკანასკნელი შანსიც კი აღარ არსებობს.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ საქართველოში მონარქიის აღდგენის შემთხვევაში, დავითის მაგიერ უგო ბაგრატიონს ისურვებდნენ მეფედ. მართალია, საქართველოში მონარქიის აღდგენა ჯერ კიდევ ხუმრობისა და კრიტიკის თემად რჩება, მაგრამ ახლოს გავიცნოთ უგო, იგივე გუარამ ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც მხოლოდ საქართველოში კი არა, მეორე სამშობლოში, ესპანეთშიც ძალიან პოპულარულია.
თუმცა უგო ბაგრატიონის გამეფების შემთხვევაში, მინიმუმ, დავითმა და დავითისა და ანას საერთო შვილმა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონმა უნდა თქვან ტახტზე უარი, რაც ცხადია, წარმოუდგენელია.
1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს, ბაგრატიონების ნაწილი ევროპაში გადასახლდა. მათ შორის იყო გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი და მისი ძე ირაკლი. ირაკლის შვილი გიორგი, ანუ ხორხე, იტალიაში დაიბადა. მისი დედა გრაფის ქალიშვილი, მარი ანტუანეტ პასკუინი გახლდათ, რომელიც, სამწუხაროდ, მშობიარობას გადაჰყვა. ხორხეს მამისგან საქართველოს სამეფო კარის თავკაცობა გადაეცა. ის გახლდათ ავტომოყვარული და ორჯერ "ფორმულა 1"-შიც სცადა მოხვედრა.
ხორხე ბაგრატიონ-მუხრანელმა პირველად მარია დე ლონზე იქორწინა. პირველ ქორწინებაში შეეძინა სამი შვილი: დავითი, ირაკლი და მარია ანტუანეტა. ხორხე ბაგრატიონმა მეორედ ნურია ლოპეს ოლიარტეზე იქორწინა და 1985 წლის 14 თებერვალს დაიბადა მეოთხე შვილი - უგო (გუარამ) ბაგრატიონი. უგო ბაგრატიონი გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელის მეოთხე შვილია მეორე ქორწინებიდან.
განაგრძეთ კითხვა