პოპ-ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი მამის მეურვეობისგან გათავისუფლდა, მაგრამ მისი და - ჯეიმი ლინ სპირსი, მომღერალს პრობლემებით სავსე წარსულს მაინც არ ავიწყებს.
30 წლის ჯეიმი ლინ სპირსმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სახელწოდებით "რაც უნდა მეთქვა". წიგნში ის თავისი დის შესახებ შოკისმომგვრელ ისტორიებს ჰყვება.
ჯეიმი ლინი წიგნში წერს, რომ ის თინეიჯერობის ასაკში სულ იმას ცდილობდა, რომ თავისი "პარანოიდული და არასტაბილური დის ემოციური ეპიზოდები ყველასგან დაემალა".
"2004 წელს ბრიტნიმ დანა აიღო, ჩემს ოთახში შემოვიდა და კარი ჩაკეტა, თქვა, რომ ეშინოდა".
ამ ისტორიამ ბრიტნი გააცოფა და "თვითერზე" დაწერა, რომ მისი და "სულით დაეცა".
"გთხოვ, გთხოვ, შეწყვიტე ეს გიჟური ტყუილები. მხოლოდ საშინელი ადამიანი გააკეთებს ასეთ რამეს", - მიმართა ბრიტნიმ თავის დას სოციალური ქსელის საშუალებით.
ჯეიმი ლინ სპირსმა "თვითერზე" ისიც დაწერა, რომ ბრიტნის ასეთმა კომენტარმა ხალხში მისი ოჯახისადმი დიდი ზიზღი გამოიწვია და მათ მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ... გაგრძელება