თამრიკო ჭოხონელიძემ „ფორმულას“ ეთერში სახალისო ისტორია გაიხსენა:
ერთხელ მახსოვს, ჩემი შვილები პატარები რომ იყვნენ, აჩუქეს მობილურები. მე ძალიან ბედნიერი ვარ, ეს მობილური რომ გამოიგონეს. შემიძლია გავაკონტროლო, ვინ რატომ იგვიანებს, სად არის... ერთხელ ბავშვებმა მითხრეს, სირცხვილია, დედა, მესიჯის წერა რომ არ იცი, ჩვენ გამეცადინებთო. კოკომ მასწავლა, ასე დააჭერ და გამოიგზავნებაო. ამის პარალელურად რა ხდება - თურმე არის ერთი ბიჭი, რომელსაც ძალიან უნდოდა ჩემთან დუეტის ჩაწერა. გამაცნეს ეს ბიჭი. მე ვუთხარი, რომ შენი ტელეფონის ნომერი ჩამიწერე და მე თვითონ დაგირეკავ, როცა მეცლება-მეთქი. შვილები სკოლიდან ხშირად მწერდნენ ხოლმე, „დე, ძალიან მიყვარხარ, ძალიან მენატრები“... მეც ვწერდი, „მეც მიყვარხართ, მეც მენატრებით...“ მოკლედ, ეს მესიჯები ვაგზავნე დიდხანს და ერთ დღესაც სახლში მითხრეს, შენ ვერასდროს ისწავლი მესიჯების წერასო. რატომ-მეთქი, ვიკითხე და იმიტომ, რომ არ ვარჯიშობო. კოკომ მითხრა, მე და მარიამი სულ გწერთ და შენ პასუხს არ გვცემო. მე კიდევ ვაჩვენე, როგორ არ გწერთ-მეთქი. კოკომ აღმოაჩინა, რომ ის ერთი თვე იმ ბიჭს ვწერდი, რომელსაც ჩემთან დუეტის ჩაწერა უნდოდა“ - გაიხსენა თამრიკო ჭოხონელიძემ.
იხილეთ ვიდეო