ამ გოგონებიდან რომელიმე ქუჩაში რომ შეგხვედროდათ, უდავოდ ყველანი ჩვეულებრივ ჩაუვლიდით გვერდს. მეტიც, მათი ვიზუალი ცოტა ადამიანის ყურადღებას იქცევდა მუდამ, დღეს კი ისინი მოდის სამყაროს, კინოინდუსტრიას, უამრავ სატელევიზიო და რეალითი-შოუს და ლამაზ გარეკანებს ამშვენებენ.
მაშ ასე, „ბომონდი“ გიზიარებთ 5 ყველასათვის ცნობილ ლამაზმანს, რომლებიც პლასტიკური ქირურგიის შემდეგ შევიყვარეთ.
კეტრინ ზეტა-ჯონსი
კეტრინმა სამსახიობო კარიერაში მოსვლის დროს სახის ყველა ნაკვთი შეიცვალა, ბლეფეროპლასტიკიდან დაწყებული - რაც თვალის ქვეშ ე.წ ტომრების მოცილებას გულისხმობს, მიმიკური ნაოჭებით დასრულებული. სახეზე არაერთი ოპერაციიდან გამომდინარე, ყველაზე წარმატებულად შეგვიძლია ვაღიაროთ ცხვირის ოპერაცია, რომელმაც მსახიობს საგრძნობლად შეუცვალა იმიჯი. თუმცა ინტერვიუების დროს ბრიტანელი მსახიობი რინოპლასტიკით დაწყებულ ყველა ოპერაციას უარყოფს.
ბლეიკ ლაივლი
ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი ბლეიკ ლაივლი არაერთი პლასტიკური ქირურგიის შედეგად დღეს საკმაოდ მოთხოვნად ფოტომოდელად და საბედისწერო ქალად იქნა მიჩნეული. მისი პირველი პლასტიკური ქირურგია მკერდის ოპერაციით დაიწყო, რისი მეშვეობითაც მან მოცულობა გაიზარდა და დაშვებული ფორმის მკერდი მკვეთრად ასწია. მსახიობს ასევე თვალის ქუთუთოების კორექცია და რინოპლასტიკა აქვს ჩატარებული, ეს უკანასკნელი კი უდავოდ აისახა მისი ვიზუალის ცვლილებაზე და თანაც საკმაოდ წარმატებულად.
ტაირა ბენკსი
აფრიკული წარმომავლობის სუპერმოდელმა პლასტიკურ ქირურგიებამდე საკმაოდ ბევრი ბრენდის დიზაინერის გული მოიგო. მან დროთა განმავლობაში შეიცვალა ვიზუალი. პირველად ჟურნალის ყდისთვის პოზირება 15 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო პოდიუმზე უკვე დაპატარავებული ცხვირით წარდგა საზოგადოების წინაშე. მან აგრეთვე ლოყებისა და თვალის ჭრილის კორექცია ჩაიტარა, რაც შეიძლება ითქვას, საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა მის შემთხვევაში.
იხილეთ სრულად