რამდენიმე დღის წინ "ტვ პირველის" ეთერში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი გავიდა. ჩანაწერს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გავრცელებული აუდიოს შესახებ განცხადება თავად ბასილაშვილმაც გააკეთა:
"მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ ჩემ წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა:
ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს.
ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.
ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში...გაგრძელება