გვანცა დარასელიასა და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პანდემიის დაწყებიდან ორი წლის თავზე ჩვენი კოვიდისტორიის დროც დადგა. მე 2-დღე-ნახევარი მქონდა მაღალი ცხელება, ახლა დაბალი მაქვს, ერეკლეს - ორი დღით მაღალი სიცხე, ლილე თითქმის უსიმპტომოა. სამი დღე მართლა გამიჭირდა, მაღალი ცხელება და სახსრების სასტიკი ტკივილი, ახლა უკეთ ვარ.“ - წერს გვანცა დარასელია.