სიახლე

1990-იანი წლების ცნობილ მომღერალს ისეთი რამ შეემთხვა, რამაც სამუდამოდ დაანგრია მისი კარიერაც და ცხოვრებაც - მადამ მიშელის ტრაგიკული ისტორია

1990-იანი წლების ცნობილ მომღერალს ისეთი რამ შეემთხვა, რამაც სამუდამოდ დაანგრია მისი კარიერაც და ცხოვრებაც - მადამ მიშელის ტრაგიკული ისტორია
1990-იანი წლების ცნობილ მომღერალს ისეთი რამ შეემთხვა, რამაც სამუდამოდ დაანგრია მისი კარიერაც და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაც.

საუბარია შანსონის მომღერალზე, მადამ მიშელზე, რომლის ნამდვილი სახელი ირინა გონჩარუკია. ირინა 25 წლის იყო, როცა სახეზე მჟავა შეასხეს. დამნაშავეები დღემდე დაუსჯელები არიან, გოგონა კი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მის რეაბილიტაციას წლები დასჭირდა, თუმცა სამუდამოდ შეცვლილ სახეს ვერაფერი უშველა. წლები ვერ ეგუებოდა სარკიდან მომზირალ საკუთარ სახეს, ვერც პლასტიკური ოპერაციები დაეხმარა.

მისი თქმით, ქირურგებმა თავიდან ”ააწყვეს” მისი სახე ქსოვილის იმ
ნარჩენებისგან, რაც მჟავას გადაურჩა. პირველი პროცედურა 15 საათს გრძელებოდა. მას უფრო ხანგრძლივი და მტკივნეული მანიპულაციებიც მოჰყვა. ეს ყველაფერი არ იყო. როცა ფეხზე დადგომა და საზოგადოებაში გამოჩენა შეძლო, გულშემატკივრობის ნაცვლად სიძულვილის ტალღა მიიღო - აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ დამახინჯებული სახით აგრძელებდა სიმღერას და შეცვლილ სახეზე კიდევ ბოტოქსის ინიექციები დაიმატა. ამის შემდეგ ირინამ დახურა თავისი "ინსტაგრამი" და სიმღერაც შეწყვიტა.

”ბევრი რამ გადავიტანე, მაგრამ ასეთი სიძულვილის გაძლება არ შემეძლო. ხალხმა პირში მომახალა, რომ ამ გარეგნობით გამოჩენის და სიმღერის უფლება არ მქონდა” - ამბობს მომღერალი. ფსიქოლოგსაც მიმართა, თუმცა შეცვლილ გარეგნობასთან შეგუება მაინც ვერ შეძლო.

”ამ უბედურებამდე სასიამოვნო გარეგნობის, ლამაზი გოგონა ვიყავი. შემდეგ ვიღაც არანორმალურმა მჟავა შემასხა. ხალხი კი მაკრიტიკებდა იმის გამო, ამ დამახინჯებულ სახეზე ტუჩები რატომ გავიდიდე და როგორ ვბედავდი სცენაზე გამოსვლას. ტრავმის შემდეგ სახის ნაცვლად ხორცის ნაჭერი დამრჩა. რა უნდა გამეკეთებინა, უკეთესი როგორღა გამეხადა ჩემი სახე” - განაცხადა ირინამ ერთ-ერთ ინტერვიუში...გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93