მასზე თითქოს ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ყოველთვის საინტერესო და ახალია ამბები მის შესახებ. კოკო შანელის ქართველი მუზა, ულამაზესი მერი შერვაშიძე...
ის მხატვარ საველი სორინისა და გალაკტიონ ტაბიძის მუზა იყო. მისი სილამაზე კოკო შანელსაც შთააგონებდა, თუმცა თავად თავადის ასული მერი მოდელის საქმიანობას ყოველთვის დამამცირებლად თვლიდა. ემიგრაციის სიძნელეების მიუხედავად, შერვაშიძემ დიდხანს და ღირსეულად იცხოვრა: მის ცხოვრებაში არც საჯარო სკანდალები ყოფილა და არც რთული სასიყვარულო ისტორიები.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსული თავადაზნაურობის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, პარიზში გაქცეულიყვნენ, სადაც პირველად დაუსვეს საკუთარ თავს შეკითხვა, როგორ იცხოვრებდნენ ამის შემდეგ და საერთოდ, გამოადგებოდათ თუ არა დახვეწილი გემოვნება, ბრწყინვალე განათლება და არისტოკრატიული მანერები. 1920-იან წლებში პარიზში მოდის ახალი ბუმი დაიწყო და ახალი სახეები სჭირდებოდათ.
ყველა მათგანი ცნობილი მოდელი გახდა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი გმირისგან განსხვავებით, ამ პროფესიას ყოველთვის მნიშვნელოვან და აუცილებელ მიმართულებად თვლიდნენ. გადასახლებამ განსაკუთრებით დაამძიმა ქართველი პრინცესა მერი შერვაშიძე და მის ცხოვრებაში ბევრი თავგადასავალი გააჩინა.
მერი დაიბადა ბათუმში, თავად შერვაშიძის ოჯახში. მამამისი რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. სწორედ მამის ახალმა სტატუსმა აიძულა შერვაშიძეების ოჯახი, პეტერბურგში გადასულიყო საცხოვრებლად. ის, რომ ლამაზი იყო, მერის ბავშვობიდან ესმოდა გარშემო მყოფებისგან.
ერთხელ ნიკოლოზ მეორისგან კომპლიმენტიც კი მიიღო. ეს მაშინ მოხდა, როცა ქართველი თავადის ასული ხსოვნის წირვაზე აგვიანებდა და იმპერატორზე გვიან მივიდა, რაც ეტიკეტის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენდა. მაგრამ ნიკოლოზ II არა მხოლოდ არ გაბრაზებულა, არამედ კომპლიმენტიც უთხრა და აღნიშნა, რომ ძალიან ლამაზი იყო.
1915 წელს ქართველმა პოეტმა გალაკტიონ ტაბიძემ შექმნა ლექსების ციკლი "მერი". ამბობენ, რომ სწორედ მერი შერვაშიძე გახდა ის მუზა, რომელიც ტაბიძეს შთააგონებდა. ერთხელ პარკში ისე გაიარა, თავიც კი არ მიუბრუნებია პოეტისკენ, თუმცა, როგორც ამბობენ, გალაკტიონ ტაბიძემ ის სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყა. თავად ამტკიცებდა, რომ ტაბიძეს არასდროს შეხვედრია.
თავშეკავებული და დახვეწილი მანერები მერის ყოველთვის უბიძგებდა, რომ სილამაზე და უამრავი მამაკაცის ყურადღება არ გამოეყენებინა. არც ახალგაზრდული ახირებები ახასიათებდა. მოგვიანებით დაქორწინდა, თუმცა არ სურდა თავისუფლება დაეთმო და ქმრის მითითებებით ეცხოვრა. მას მუდმივად ჰქონდა უხილავი დისტანცია სხვა ადამიანებთან.
ამასობაში რევოლუცია დაიწყო, სხვა არისტოკრატებთან ერთად თბილისში გაემგზავრა. ასეთ დაძაბულ პირობებშიც კი ახალგაზრდა თავადის ქალები დარჩნენ თავიანთი მანერებისა და ძველი ცხოვრების წესის ერთგულნი. იკეთებდნენ ახალ ვარცხნილობას, ცდილობდნენ გარდერობის განახლებას და უნდოდათ, საზოგადოებაში ისევ მდიდრულად წარმოჩენილიყვნენ.
თბილისში, მისი უჩვეულო სილამაზით გაოცებული მხატვარი საველი სორინი სთხოვს ნებართვას, რომ მისი პორტრეტი დახატოს...გაგრძელება