"რუსთავი 2“-ზე, გადაცემა "ღამის პრაიმტაიმში“, სტუმრები ორ ბანაკად იყვნენ გაყოფილები -ერთ მხარეს ვაქცინაციის მომხრეები და ექიმები, მეორე მხარეს კი ანტივაქსერები. სტუდიაში განსაკუთრებული ხმაური ეკა კვალიაშვილისა და გიორგი ყიფშიძის განცხადებებმა გამოიწვია. ცნობილი სახეები ორივე აუცრელი გახლავთ. კვალიაშვილს კოვიდის არსებობის დაჯერება უჭირს, ხოლო გიორგი ყიფშიძეს გარდაცვლილთა სტატისტიკის არ სჯერა.
შემაჯამებელი კომენტარი დასასრულს მსახიობმა თამარ სხირტლაძემ გააკეთა და გაოცება გამოხატა, რომ ამ რეალობაში არსებობდნენ აცრის მოწინააღმდეგეები. 92 წლის მსახიობი თავად ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში "ასტრაზენეკას" ვაქცინის ორი დოზით აიცრა...
თამარ სხირტლაძე:
"გაოცებული ვარ. პანდემია რომ დაიწყო, ხომ გახსოვთ, რას ამბობდნენ, - საქართველოში ერთციფრიანი სიკვდილიანობააო. გვიხაროდა და ვზეიმობდით, რომ ჩვენთან ცოტა სხვანაირად იყო, ვამბობდით, - რას ნიშნავს, რომ კულტურული და შეგნებული ერი ვართო. ეს რა ვნახე, ხალხნო, წნევამ ამიწია, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ახლა საქართველოში, როდესაც სერიოზული სახე მიიღო პანდემიამ, ასეთი მდგომარეობა იქნებოდა...გაგრძელება