ბაია (ხათუნა) კვიციანისთვის ბოლო მოწვევის პარლამენტში დეპუტატის სავარძელი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც "ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოადგილედ დაინიშნა.
როგორც ამბობენ, ბაია კვიციანი "ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში კახა კალაძის კვოტით მოხვდა. ბაიას და მაკა კვიციანი 15 წელზე მეტია, რაც მის მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან მეგობრობს.
დები კვიციანების მამა ორი მოწვევის პარლამენტარი და ბიზნესმენი კანდიდ კვიციანი გახლავთ, რომელიც პარლამენტში პირველად 1990 წელს, მეორედ კი 2008 წელს მოხვდა. კანდიდ კვიციანი მესტიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და პოლიტიკური ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის" რიგებში ირიცხებოდა.
დებ კვიციანებს ქართული ელიტა წლებია იცნობს. ცნობილია ასევე მათი დედა, დიზაინერი ნანა შუკვანი. დებ კვიციანებს უმცროსი ძმა, კოკა კვიციანი ჰყავთ, რომელიც საზოგადოებრივი აქტიურობით არ გამოირჩევა.
პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ბაია კვიციანი ოჯახური ბიზნესის, "დალოოდის" გენერალური დირექტორია. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე დიდი მაღაზია, ტანსაცმლის ხაზთან ერთად, აერთიანებს სხვადასხვა არტისტთან და ბრენდთან კოლაბორაციით შექმნილ ნივთებსა და ნამუშევრებს.
35 წლის პარლამენტარს ჰყავს მეუღლე გიორგი ანთაძე და ერთი შვილი, გაბრიელი, რომელიც 2015 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადა. წყვილმა 2013 წელს იქორწინა და გრანდიოზული ქორწილი თბილისის ზღვის კლუბში გადაიხადა.
ქორწილს ესწრებოდნენ: ირაკლი ალასანია მეუღლესთან ერთად, ინგა გრიგოლია, ნინო არაზაშვილი და ა.შ.
როგორც დეპუტატის დეკლარაციიდან გავარკვიეთ, მის სახელზეა რეგისტრირებული ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კომერციული ფართის 50%, რომელიც ჩუქებით გადაეცა და დედასთან ერთად ფლობს.
მის სახელზეა ასევე 164,18 კვ.მ ბინა თბილისში, ძმებ კაკაბაძეების ქუჩაზე, რომელიც 2014 წელს ასევე აჩუქეს...გაგრძელება