საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას. მისი მეწყვილე მორაგბე ჯორდან კონროია. სალომეს შესახებ ირლანდიური The Sun-ი წერს: „წელს სალომე ჭაჭუა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ხუთი ახალი პროფესიონალი მოცეკვავიდან ერთ-ერთია. სალომე საქართველოდანაა და ის პროფესიონალი ქორეოგრაფია. თავის სამშობლოში ლათინურ ცეკვებში ჩემპიონია. ასევე არის ცეკვის სტუდია Prime Dance-ის დამფუძნებელი და დირექტორი“.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ასრულებენ სალომე და ჯორდანი ერთ-ერთ ყველაზე ვნებიან ცეკვას, "პასადობლეს". მათ ჟიურის წევრების მოხიბვლა შეძლეს და 27 ქულაც დაიმსახურეს. წყვილის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.