უკრაინელი ფოტოგრაფი, მუსიკოს გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე მარინა კარპი "ინსტაგრამზე" უკრაინისა და საქართველოს სახელით სოლიდარობას გამოხატავს:
,,არ არის აუცილებელი, იყო პოლიტიკოსი ან ისტორიკოსი, რომ იცოდე, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. კიდევ რამდენი მეომარი უნდა დაიღუპოს, რამდენი თაობა უნდა დაიტანჯოს სიმართლის გასაგებად - ომში გამარჯვებული არ არის. დღევანდელი უსამართლობისგან მინდა ვიყვირო, მაგრამ ვინმეს ესმის უბრალო ხალხის?
გულწრფელად ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებიც არ ეთანხმებიან თავიანთი ქვეყნის აგრესიულ პოლიტიკას, მაგრამ ეს არის მოჯადოებული წრე. მინდა, რომ ყველამ იცოდეს: მე ვარ უკრაინელი! დავიბადე დონეცკში და გავიზარდე ყირიმში. საქართველოში გავთხოვდი და შვილები გავაჩინე. ჩემთვის არცერთი მნიშვნელოვანი ადგილი არ დარჩენილა ანექსიის გარეშე და ეს უკვე შემთხვევითობა არ არის - ეს პოლიტიკის შედეგია. უკრაინა და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, წერტილი. ყველას მოუწევს ამასთან შეგუება. დიდება უკრაინას! საქართველოს გაუმარჯოს!’’ - წერს კარპი.
ელენე ასათიანი