დღეს უკრაინა და იქ მიმდინარე მოვლენები მსოფლიოს ყველაზე განხილვადი თემაა. გაბედული ნაბიჯებისა და სიმამაცის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა უამრავი ადამიანის დადებითი შეფასება დაიმსახურა. გზა, რომელიც მან პრეზიდენტობამდე გაიარა არ ყოფილა ჩვეულებრივი. მან უკრაინაში პოპულარობა კომედიურ შოუში მონაწილეობით მოიპოვა. საკუთარი ცხოვრების ეს ორი მიმართულება მან წარმატებით გააერთიანა, პარტიას საკუთარი კომედიური შოუს სახელი უწოდა და 2019 წელს, აპრილში, უკრაინის პრეზიდენტი გახდა. პროფესიით სამართალმცოდნე კომიკოსი, 44-მილიონიანი ქვეყნის მთავარსარდალი ახლა საკუთარი ქვეყნის დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე ჯარისკაცებთან ერთად იბრძვის.
საჯარო საქმიანობის მიღმა ვოლოდიმირ ზელენკის მშვენიერი პირადი ცხოვრებაც აქვს. მისი მეუღლე ოლენა ზელენსკაიაა. წყვილს ორი შვილი, ოლექსანდრა და კირილი ჰყავს. ვოლოდიმირმა და ოლენამ ერთმანეთი უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნეს, პირველი სიმპატიის გაჩენის შემდეგ ისინი ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, 2005 წელს კი დაქორწინდნენ. ოლენა სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად უძღვნის საყვარელ მეუღლეს პოსტებს. ერთ-ერთ მათგანში ის წერს: "ყველა ქალს ვუსურვებ, რომ ასეთი თვალებით უმზერდნენ, რადგან ასე გამოიყურება მხოლოდ ის, ვისაც გულწრფელად უყვარს. „მე ყოველთვის ვგრძნობ შენს სიყვარულს და ამ დროს არაფრის მეშინია“.
ოლენა არაერთხელ გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში. "ის არასასიამოვნო პიროვნებაა", "ეშინია გამოჩენის", "იმალება საზოგადოებისგან", "ნაცრისფერი თაგვივით აცვია" - ოლენა ზელენსკაიას ეს და მრავალი სხვა კრიტიკა შეგიძლიათ ნახოთ სოციალურ ქსელებში, რომლებსაც როგორც ექსპერტები და ჟურნალისტები, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეებიც წერენ. თავად ოლენა კი არაერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და არა მანეკენი, რომ იდეალური იყოს.
უკრაინული გამოცემები წერენ, რომ ქვეყნის არც ერთ პირველ ლედის არ მიუღია იმხელა აგერისა, როგორც ეს ოლენამ მიიღო. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ის ნაკლებად ჩნდება კამერების წინ და ერიდება საჯაროობას.
უკრაინული მედია დაინტერესდა, როგორ რეაგირებს თავად ოლენა ზელენსკაია აგრესიაზე და როგორია მისი ცხოვრება.
არ უყვარს საჯაროობა, გადაჭარბებული ყურადღება თავის მიმართ და თავს იკავებს პოლიტიკაში ჩარევისგან. საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებამდეც კი, 2019 წლის აპრილში BBC News Ukraine-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ოლენა დაბნეულად და ოდნავ შეშინებულად გამოიყურებოდა. თუმცა საჯაროობაა და სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა უკრაინაში პირველი ლედის ერთგვარი ტრადიციაა, რომელიც 1996 წელს ლუდმილა კუჩმა დაამკვიდრა. ეს ტრადიცია კი ეკატერინა იუშჩენკომ და მარინა პოროშენკომაც გააგრძელეს. ამის გათვალისწინებით, საზოგადოებისთვის უცნაური აღმოჩნდა, რომ ოლენა ზელენსკაია ერიდება საჯაროდ გამოჩენას. თავად ოლენა კი თვლის, რომ ყველაფრის დემონსტრირება საჭირო არ არის და ის არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებაშია ჩართული.
ოლენამ ინტერვიუ მისცა უკრაინულ Vogue-ს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ახლა ის უფრო ხშირად გამოჩნდება საჯარო სივრცეში. „აუცილებელია განვასხვაოთ ცნებები საჯაროობა და აქტიურობა, მე არ მინდა საჯაროობა, თუმცა, როცა რაიმე მნიშვნელოვანი სათქმელი, მას ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ: - განმარტა მან. 2019 წლის ბოლოს ოლენა ზელენსკაიამ განაცხადა, რომ აპირებს რამდენიმე ჰუმანიტარულ პროექტში ჩართვას. მას შემდეგ ის უფრო ხშირად ჩნდება საინფორმაციო სფეროში.
ოლენა ზელენსკაია მუდმივად თან ახლავს ქმარს ოფიციალური ვიზიტების დროს. პრეზიდენტის ოფისში განუცხადეს BBC News Ukraine-ს, რომ მას აქვს საკუთარი განრიგი საზღვარგარეთ მოგზაურობისას, რომელიც ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოების პირველ ქალბატონებთან ურთიერთობას.
„პრეზიდენტის მეუღლეს თბილი ურთიერთობა აქვს საფრანგეთის პირველ ლედისთან, ბრიჯიტ მაკრონთან, პოლონეთის პრეზიდენტის, აგატა კორნჰაუზერ-დუდას მეუღლესთან, თურქეთის პირველ ლედისთან, ემინ ერდოღანთან და ბევრ სხვასთან.
ოლენა ზელენსკაიას საჯარო გამოსვლების გაანალიზებისას, პიარის სპეციალისტი ტატიანა მოკრიდი ამბობს, რომ მისი საქმიანობა ძალიან ზომიერია: ” პოლიტიკოსის ცოლობა რთული მისიაა და ყველა ვერ ახერხებს საკუთარი თავის წარმოჩენას საჯაროდ. და თუ გავაანალიზებთ პირველი ლედის მოკრძალებულ საინფორმაციო გამოსვლებსა და სტილს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას ეშინია საჯაროობის, მისთვის ეს უხერხულია”.
ფსიქოლოგი ელენა რიხალსკაია თვლის, რომ ოლენა ზელენსკაია გავლენას ახდენს მეუღლეზე, მაგრამ ის ამას აკეთებს "ძალიან დახვეწილად და კომპეტენტურად".
"მათ ძალიან საინტერესო წყვილი აქვთ - მას აქვს ბევრი საინტერესო ჟესტიკულაცია და მიმიკა. მათი წყვილი ძალიან ჰარმონიულია: პრეზიდენტი არის დემონსტრაციული, მისი ცოლი კი - თავშეკავებული და შემწყნარებელი."
ოლენა ზელენსკაია აგრძელებს მარინა პოროშენკოს ტრადიციას და უკრაინელი დიზაინერების კაბებს ხშირად ირგებს. ამასთან, ხშირად აწყდება კრიტიკას და კომენტარებს, რომ ის უგემოვნოა.
მოდის ექსპერტები ამბობენ, რომ პირველი ლედის სტილი არის სმარტ-ქეჟუალი, რომელიც დაფუძნებულია კომფორტსა და ელეგანტურობაზე. თუმცა სოციალური ქსელების მომხმარებლები შეფასებებში ემოციებს არ იკავებენ, ისინი კი ზელენსკის მეუღლეს ურჩევენ, მელანია ტრამპს შეხედოს და სტილისტები შეცვალოს.
პრეზიდენტის მეუღლე ამბობს, რომ უკრაინელი დიზაინერების სამოსს არჩევს, მაგრამ მათ სახელებსა და ბრენდებს არ უყურებს: „თუ რამე მიხდება, სიამოვნებით ვიცვამ“.
მოდის ექსპერტი ელენა მარტინიუკი თვლის, რომ პირველი ლედის სტილი ასახავს მის პიროვნებას და ხალხის ნეგატიური რეაქცია შეიძლება აიხსნას დადგენილი სტერეოტიპებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი.
"მაგალითად, თუ ზელენსკაიას შეადარებთ მელანია ტრამპს, მაშინ მელანიას სტილი არის სუპერ ქალური, სუპერ სექსუალური. ის ყოველთვის ჰგავს ქალს პრიალა ჟურნალის გარეკანიდან", - ამბობს ელენა მარტინიუკი. "მაგრამ ზელენსკის ცოლს უფრო რბილი და კომფორტული სტილი აქვს. მას არ აქვს მიზნად ფორმების ხაზგასმა, აქ უფრო მოხერხებულობასა და მიზანშეწონილობაზეა საუბარი.”