მომღერალი და მსახიობი ანდრია გეველესიანი სოციალურ ქსელში აქტიურად გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინისადმი. მან ვრცელი პოსტიც გმოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საკუთარი შვილისთვის მშვიდობიანი სამყარო სურს: „ალექსანდრე 9 თვის გახდა. ეს ბიჭი 26 მაისს დაიბადა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მინდა, რომ გაიზარდოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ( მსოფლიოში )- შიშის და ტერორის გარეშე. ჩემი ყველა ნაბიჯი იმას ემსახურება, რომ როცა ალექსანდრე გაიზრდება მისთვის თვალებში ჩახედვა შევძლო და შემეძლოს მოყოლა რომ სწორ მხარეს ვიდექი ისტორიის გადამწყვეტ წუთებში. მინდა იყოს ამაყი თავისი ქვეყნით და თავისი ოჯახით! სოლიდარობა ჩვენს მოძმე უკრაინას! არა ომს და ტირანულ რეჟიმს” - წერდა ის. ამჯერად კი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც უკრაინულ სიმღერას ასრულებს: „Слава Україні! მთელი ცხოვრება ვერიდებოდი ამ სიმღერის მღერას.. და სწორედ ახლა, ამ მძიმე ვითარებაში მომიწია მასთან შეხება.. (მომზადება) დიდება უკრაინას! დიდება გმირებს“ - წერს ანდრია გველესიანი.