2019 წლის იანვარში ჰანდე ერჩელმა დაკარგა უახლოესი ადამიანი - დედა. ვარსკვლავის მშობელი ლეიკემიას ებრძოდა, მაგრამ თურქეთის საუკეთესო სპეციალისტებთან კონსულტაციებმაც კი ვერ მოახერხა რთული სიტუაციის გამოსწორება.
ჰანდემ დედის გარდაცვალების წლისთავზე მათი საერთო ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "პეპელასავით მაკოცა მხარზე. ძალიან მენატრები, დედა.”
ერჩელი ახლა ყველაზე პოპულარული მსახიობია თურქეთში. „ჩემს კარზე დააკაკუნეს" გადაღების შემდეგ მისი ჰონორარი ძალიან გაიზარდა. თუმცა რეგულარულად ჩნდება ჭორები, რომ მსახიობი კარიერის განსავითარებლად შეერთებულ შტატებში გადადის. გარდა ამისა, მედია აქტიურად განიხილავს ჰანდეს პირად ცხოვრებასაც, რადგან ის სერიალში თავის პარტნიორს, ქერემ ბურსინს ხვდება.
ერთ-ერთ ინტერვიუში ქერემმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს თავის რჩეულს და არაფერს მისცემს უფლებას, თავი სევდიანად აგრძნობინოს, მათ შორის, არც ოჯახურ ტრაგედიას. ქერემმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან ჰანდე არ შეიპყრო ვარსკვლავურმა ცხოვრებამ და სამუდამოდ გულწრფელ, კეთილ ადამიანად დარჩა.