ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე უკრაინელ ხალხს უმღერის. ნინომ ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა და გულშემატკივრებისგან არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა.
ნინო სურგულაძე რუსეთ-უკრაინის ომს კონფლიქტის დაწყების დღიდანვე ხშირად ეხმიანებოდა.
„ახლა ესპანეთში ვარ და პრემიერისთვის ვემზადები, თუმცა ჩემი ფიქრები ალში გახვეულ უკრაინის ქალაქებშია“ - წერდა ის ჯერ კიდევ 2 კვირის წინ.