დემნა გვასალია ქართველებისგან კრიტიკის მსხვერპლი საკმაოდ ხშირად ხდება. გულშემატკივრები დიზაინერს ქართველი ფანების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ დემნა ხშირად არ იმჩნევს ან აიგნორებს მათ.
ამ კვირაში, დემნას ხელმძღვანელობით, "ბალენსიაგას" მორიგი ჩვენება გაიმართა. ჩვენებაზე დემნამ საკუთარი კოლექცია უკრაინისადმი საჯარო მხარდაჭერის გამოსახატავად გამოიყენა.
ჩვენებას დაესწრო საბა ბახიაც. სოციალური ქსელებიდან მისი სახელი "ბალენსიაგას" თითქმის ყველა გულშემატკივარმა იცის. ვინაიდან დემნა სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის და ჟურნალისტებსაც თითქმის არასდროს ესაუბრება პირადად, მისი შემოქმედებისა და მიღწევების შესახებ Demnagram-ის "ინსტაგრამექაუნთიდან" ვიგებთ. სწორედ მისი შემქმნელი გახლავთ საბა ბახია, რომელიც გვასალიას პირადად შეხვდა.
„ეს იყო ასრულებული ოცნება! როდესაც DEMNAGRAM–ის შექმნა გადავწყვიტე, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც ამდენ არაჩვეულებრივ ადამიანს შევხვდებოდი. დემნამ და მისმა "ბალენსიაგამ" მთლიანად შეცვალეს ჩემი მოდისადმი დამოკიდებულება. სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო, რამდენად მადლიერი ვარ დემნასი და "ბალენსიაგას" მთელი გუნდის.“ - ნათქვამია საბას "ინსტაგრამპოსტში".
დემნა გვასალიასთან შეხვედრის გარდა, საბა კიმ კარდაშიანსაც შეხვდა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა.
„კიმს ვკითხე, თუ იცის DEMNAGRAM-ის შესახებ და მითხრა, რომ იცის“ - დაწერა ბახიამ.